ჯაოკენის შესახებ

კომპანია ჯაოკენი 1997 წლიდან ქართულ ბაზარზე  წარმოადგენს მოქმედ ერთ-ერთ წამყვან კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის ევროპული წამყვანი ბრენდების სარემონტო მასალების :მოსაპირკეთებელი მასალების, სანტექნიკის, სააბაზანო მოწყობილობების, შპალერისა და ლაქ საღებავების იმპორტს საქართველოში ექსკლუზივის პირობით. ჯაოკენის შოურუმები წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით, ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და სენაკი. ორგანიზაციის მისიაა, ხელი შეუწყოს მომხმარებლებსა და ბიზნეს პარტნიორებს კომფორტული, თანამედროვე და ესთეტიურად დახვეწილი საცხოვრებელი თუ კომერციული ფართების შექმნაში, რაც მიიღწევა უმაღლესი ხარისხის პროდუქციისა და პროფესიონალური მომსახურების შეთავაზებით. წლების განმავლობაში, "კომპანია ჯაოკენი" გახდა სანდო კომპანია ინდუსტრიაში, რომელიც ასოცირდება ინოვაციურობასთან, მრავალფეროვნებასთან და კლიენტზე ორიენტირებულ მიდგომასთან.